From Amarok Wiki

Сatalà | Српски | Deutsch | English | Español | Italiano | ქართული | Nederlands | Polski | Português (Brazilian) | Punjabi | Русский | Svenska


გამოვიდა amaroK 1.4 'Fast Forward'

17 მაისი, 2006 წელი (ინტერნეტი). მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ amaroK პროექტის შემდეგი ნაბიჯი - საუკეთესო მედიადამკვრელი amaroK. amaroK არის ყველაზე ფუნქციონალური აუდიოდამკვრელი და სიმღერების მმართველი Linux® და Unix®-მაგვარი სისტემებისათვის. მასში მონახავთ კოლექციის მართვის მარტივ სისტემას, xine და Helix ძრავების გამოყენების საშუალებას, საუკეთესო ინსტრუმენტს თქვენი რეპერტუარისათვის შესადგენად, Podcast-ების მხარდაჭერას და კიდევ ბევრ რამეს!


ახალი ვერსიის ძირითადი სიახლეები:

  • ჭდეების წაკითხვის და ჩაწერის საშუალება ყველა ძირითადი ფორმატისათვის (OGG, MP3, MP4, FLAC, RealMedia)
  • მედიამოწყობილობების მხარდაჭერის უახლესი გამარტივებული სისტემა (iPod®, IFP/IRiver®, სტანდარტული USB-მატარებლები)
  • ახლებური დიალოგი ჭდეების და კოლექციის სამართავად
  • უწყვეტი დაკვრა
  • მომხმარებლის მიერ კონფიგურირებადი შეფასების სისტემა
  • უფრო მეტი პარამეტრი გვერდითი დაფის გასამართად
  • შიდა და სამომხმარებლო ინტერფეისის მრავალი გაუმჯობესება

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბევრი სიახლე და გაუმჯობესება, შესწორდა პროგრამის შეცდომებიც. amaroK 1.4 'Fast Forward'-ის ყველა სიახლის და ცვლილებების დეტალური გარჩევა და ეკრანის ანაბეჭდები, შეგიძლიათ იხილოთ amaroK 1.4-ის სიახლეების გვერდზე.

amaroK 1.4 'Fast Forward'-ის ჩაწერა

amaroK-ის მიღების უსწრაფესი და უადვილესი გზა არის თქვენი Linux® დისტრიბუტივისთვის წინასწარაგებული პაკეტების ჩადგმა. გამოსვლის დროისთვის არსებობს პაკეტები სისტემებისთვის Arch, Debian, Gentoo, Kubuntu, Mandriva და SUSE. თქვენ შეგიძლიათ მონახოთ ისინი amaroK-ის ჩამოტვირთვის გვერდზე. ახალი ვერსია ძალიან მალე გამოჩნდება სხვა დისტრიბუტივებისაც, ასე რომ, თუ თქვენი ვარიანტი ჯერ არ არის ჩამოტვირთვების გვერდზე - დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ.

თუ თქვენ არ გსურთ მოცდა, მაშინ თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ხელით ააგოთ amaroK 1.4. აგებისთვის საჭირო ინფორმაციისათვის გთხოვთ გადახედოთ amaroK 1.4-ის ჩადგმის გვერდს.

amaroK-ის მხარდაჭერა

amaroK არის ღია კოდზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც არსებობს და იზრდება მრავალი მოხალისის კეთილი ძალის და დროის დახმარებით. amaroK ყოველთვის ეძებს ახალ მოხალისეებს და დამხმარეებს, რომელთაც შეუძლიათ დახმარების გაწევა კოდის წერაში, შეცდომების შესწორებაში და აღმოჩენაში, დოკუმენტაციის დაწერაში, თარგმნაში, რეკლამირებაში, გავრცელებაში და პროექტის წინ წამოწევაში, ასევე მისაღებია ფინანსური მხარდაჭერაც. ყოველი ადამიანის მიერ გაწეული მცირე დახმარება ძალიან ფასეულია ჩვენთვის. amaroK-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის თვალი გადაავლეთ amaroK-ის მხარდასაჭერ გვერდს.